საგაკვეთილო აქტივობის გეგმა: „შემოდგომის კალათა“
27.10.2025გაკვეთილის მიზანი:
ფერთა აღქმა და შეგრძნება: თბილი და ცივი ფერების, შემოდგომის პალიტრის (ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, ყავისფერი) მიზანმიმართული გამოყენება.
შემოქმედებითი ხედვისა და ფანტაზიის განვითარება: სხვადასხვა მასალისა (პლასტილინი, ბუნებრივი მასალა) და ტექნიკის სინთეზირება ერთ ნამუშევარში.
მოტორიკის განვითარება: ძერწვისა და აპლიკაციის (წებების) უნარ-ჩვევების დახვეწა.
ქტივობის ეტაპები (მოქმედება):
ბაზის მომზადება და გაფერადება: მოსწავლე ფანქრებით, ფლომასტერებით ან გუაშით აფერადებს წინასწარ მომზადებულ შემოდგომის კალათის შაბლონს/ნახატს, სადაც სწორად არჩევს ფერებს.
მოცულობის შექმნა (ძერწვა): პლასტილინის გამოყენებით მოსწავლე ძერწავს შემოდგომის ხილს ან ბოსტნეულს (ვაშლი, მსხალი, გოგრა და სხვ.) და ათავსებს მათ „კალათაში“, რითაც ნამუშევარს სძენს რელიეფურობასა და მოცულობას.
ბუნებრივი ელემენტების ინტეგრირება (კოლაჟი): ნამუშევრის დასასრულს, მოსწავლე კომპოზიციას ამატებს წინასწარ შეგროვებულ ნამდვილ, გამხმარ შემოდგომის ფოთლებს, რაც ნამუშევარს უფრო რეალისტურსა და ორიგინალურს ხდის.მოსალოდნელი შედეგი:
მოსალოდნელი შედეგი:
სამიზნე ცნება (ინსტრუმენტები და მასალა/ტექნიკა): მოსწავლემ საკუთარი ფანტაზიითა და შემოქმედებითი ხედვით შექმნა თვითმყოფადი, ფერადი და ექსპრესიული ნამუშევარი.
მან წარმატებით შეათავსა ერთმანეთს ტრადიციული სახვითი საშუალებები და ბუნებრივი მასალა (ფოთლების კოლაჟი).
გამოავლინა ფერების ჰარმონიული შეხამებისა და ფორმის აღქმის უნარი.

